"სუნთქავს და საუბარი შეუძლია", - აგენტის კომენტარი ერიქსენის მდგომარეობაზე

"ინტერისა" და დანიის ნაკრების ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის აგენტმა, მარტინ შუტსმა ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"სუნთქავს და საუბარი შეუძლია", - ციტირებს 29 წლის ფეხბურთელის სიტყვებს NPO Radio 1.
მოგეხსენებათ, ფინეთთან მატჩის 43-ე წუთზე, დანიელთა ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველის მდგომარეობა დასტაბილურდა და შემდგომ გამოკვლევებს გადის.
ცნობისთვის, შეხვედრა უკვე განახლდა და ამ წუთებში მიმდინარეობს.
VIDEO: კრისტიან! ერიქსენ! - დანიელები და ფინელები ერთად სკანდირებდნენ