ტოტენჰემის ყოფილმა ექიმმა ერიქსენის ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დაასახელა
„ტოტენჰემის“ ყოფილმა ექიმმა, პროფესორმა სანჯაი შარმამ, კრისტიან ერიქსენის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევრო 2020-ს მატჩში დანია - ფინეთი, ფეხბურთელი მინდორზე უგონოდ დაეცა და ექიმები მას დახმარებას დიდი ხნის მანძილზე უწევდნენ. საბედნიეროდ, ერიქსენის გადარჩენა მოხერხდა.
„მას რომ გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირვებოდა და ექიმებს რომ დეფიბრილატორი გამოეყენებინათ, ვიტყოდი, რომ მას გულის რითმის დარღვევის გამო წამიერი გულის გაჩერება მოუვიდა. დავინახე, რომ ის ბურთისკენ გაიქცა და ფეხებზე კონტროლი დაკარგა. აშკარაა, რომ იმ მომენტში რაღაც აერია და მინდორზე დაეცა.
ასეთ დროს, რაც უფრო დიდად აყოვნებენ ექიმები, მით უარესდება ადამიანის პერსპექტივები. ყოველი წუთით, გადარჩენის შანსი შვიდი პროცენტით იკლებს. თუ ადამიანის გონზე მოყვანას ხუთი ან ექვსი წუთი სჭირდება, ესეიგი ის საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერიქსენი - ჯანმრთელი ადამიანია. მას ფანტასტიკური სისხლის მიმოქცევა აქვს. ვლოცულობდი, რომ ის გადარჩენილიყო.
ერიქსენს „ტოტენჰემში“ ყოველწელს ვამოწმებდი. 2019 წლამდე, მისი პასუხები ნორმალური იყო, გულის პრობლემები არ დაფიქსირებულა. ეს შემოწმება ყოველწელს ხდებოდა. შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ტესტებს ვატარებდი. მომხდარის გამო, ყველა შედეგი გადავამოწმე და ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა. შესაძლოა, მიზეზი კორონავირუსი იყოს. ზოგ ფეხბურთლს შესაძლოა კოვიდ19-ის სუბკლინიკური ინფექცია ჰქონოდათ, რამაც გულის რითმის დარღვევა გამოიწვია.“ - აღნიშნა ექიმმა.
VIDEO: "კრის, მიყვარხარ", - ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი გოლი ერიქსენს მიუძღვნა