"მინდა ვიცოდე, რა მოხდა" - ერიქსენის პირველი კომენტარი

დანიის ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ფინეთთან(0-1) მომხდარი ამბავის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
ინტერის შუახაზელი დანებებას არ აპირებს და სურს გაიგოს, რა მოხდა. ამის შესახებ ერიქსენმა Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა.
"დიდი მადლობა ყველას, არ დავნებდები! ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ მინდა ვიცოდე, რა მოხდა. მსურს, ყველას დიდი მადლობა გითხრათ, რაც ჩემთვის გააკეთეთ," - ციტირებს Gazzetta dello Sport კრისტიან ერიქსენის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ფინეთთან მატჩის 42-ე წუთზე კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა მოუვიდა, თუმცა სასწაულებრივად, ექიმებმა ის გადაარჩინეს.
ტოტენჰემის ყოფილმა ექიმმა ერიქსენის ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დაასახელა
ფინეთის ნაკრების მცველი: "ერიქსენი თითქმის გარდაცვლილი იყო"
"ეს იყო უდიდესი ფსიქოლოგიური შოკი" - რატომ დატოვა ბლინდმა მოედანი ატირებულმა?