ფინეთის ნაკრების მცველი: "ერიქსენი თითქმის გარდაცვლილი იყო"
ფინეთის ნაკრების მცველმა, იერე ურონენმა, კრისტიან ერიქსენის გარშემო მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
„ერთადერთი, რაც გვინდოდა - მისი დახმარება იყო. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ გვერდით გავსულიყავით და ექიმებისთვის ხელი არ შეგვეშალა.
დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ კრისტიანი უკვე კარგად არის. სხვა დანარჩენი ჩემთვის უმნიშვნელოა. მე თვითონაც, სტადიონზე მეუღლე და შვილი მიყურებდნენ. არც კი ვიცი, რა ვთქვა. მთავარია, გადავრჩით.
ის თითქმის გარდაცვლილი იყო. გადავწყვიტეთ, რომ რაც არ უნდა გადაწყვიტოს დანიამ, ჩვენ მათ გვერდში ვიდგებოდით. მათ გაგრძელება მოისურვეს, ამიტომ მალევე შევიკრიბეთ და მოედანზე გავედით. დიდხანს ვიჯექით და გაგრძელებას ველოდით.“ - ციტირებს ურონენის სიტყვებს Sport24.
ტოტენჰემის ყოფილმა ექიმმა ერიქსენის ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დაასახელა