როგორ გრძნობს კრისტიან ერიქსენი თავს ამჟამად? დანიის ფეხბურთის ასოციაცია ფეხბურთელის მდგომარეობაზე ახალ განცხადებას ავრცელებს
დანიის ფეხბურთის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა, თუ როგორ გრძნობს მომხდარის შემდეგ თავს კრისტიან ერიქსენი.
„ამ დილით კრისტიან ერიქსენს ვესაუბრეთ, მან თანაგუნდელები მოიკითხა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ შემდგომი შემოწმებებისთვის საავადმყოფოში რჩება.
ფეხბურთელებმა და ეროვნული ნაკრების პერსონალმა ფსიქოლოგიური დახმარება მიიღეს და გუშინდელი ინციდენტის მიუხედავად, ტურნირზე ბრძოლას გააგრძელებენ. ყველას მადლობას ვუხდით თანადგომისთვის. მოგიწოდებთ, რომ კეთილი სურვილების გამოგზავნა გააგრძელოთ, ეს ყველაფერი კრისტიან ერიქსენს და მის ოჯახს პირადად გადაეცემათ.“ - წერს დანიის ფეხბურთის ფედერაცია.
შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრების კაპიტანი გუშინ, ფინეთთან მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს შეუძლოდ გახდა და მინდორზე უგონოდ დაეცა. ექიმებმა მისი მდგომარეობის დასტაბილურება ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ მოახერხეს, ფეხბურთელი მალევე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ტოტენჰემის ყოფილმა ექიმმა ერიქსენის ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დაასახელა