ავტორიზაცია

"ეს იყო უდიდესი ფსიქოლოგიური შოკი" - რატომ დატოვა ბლინდმა მოედანი ატირებულმა?

"ეს იყო უდიდესი ფსიქოლოგიური შოკი" - რატომ დატოვა ბლინდმა მოედანი ატირებულმა?
თარიღი 14 Jun 2021, 12:19

ნიდერლანდების ნაკრების მცველმა დეილი ბლინდმა განაცხადა, რომ კრისტიან ერიქსენის თავს მომხდარი ამბავი მისთვის უდიდესი შოკი იყო, რის გამოც ძალიან გაუჭირდა ფსიქოლოგიურად უკრაინის ნაკრების(3-2) წინააღმდეგ თამაში.

"ერიქსენის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფაქტობრივად, მომიწია საკუთარი თავი დამემარცხებინა და ისე გავსულიყავი მოედანზე, ეს დიდი მიღწევაა, რადგან ამ ამბავის გამო უდიდესი ფსიქოლოგიური შოკი მივიღე. მომხდარმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და რაც მეტს ვიგებდი, უფრო მძიმდებოდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

იმის ცოდნა, რომ ახლა კრისტიანი კარგადაა, ყველას აძლევს ძალას, გააგრძელოს ფეხბურთის თამაში. მისი მომავალი? გთხოვთ, მარტო დამტოვეთ და ამ კითხვას არ ვუპასუხებ," - განაცხადა დეილი ბლინდმა GOAL-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან მეორე დღეს, ფინეთთან(0-1) მატჩში დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა მოუვიდა და ექიმებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს.

რაც შეეხება ბლინდს, ნიდერლანდელ მცველს გულის შეტევა გადატანილი აქვს და იგი ფეხბურთს გულის სპეციალური აპარატით თამაშობს.

"მინდა ვიცოდე, რა მოხდა" - ერიქსენის პირველი კომენტარი

ტოტენჰემის ყოფილმა ექიმმა ერიქსენის ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დაასახელა