ავტორიზაცია

ხაბიბი: "ფეხბურთი ჩემი პირველი სიყვარულია, ბევრმა კლუბმა შემომთავაზა კონტრაქტი"

ხაბიბი: "ფეხბურთი ჩემი პირველი სიყვარულია, ბევრმა კლუბმა შემომთავაზა კონტრაქტი"
თარიღი 13 Jun 2021, 21:35

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ შეიძლება ფეხბურთელი გახდეს.

"ბევრმა კლუბმა შემომთავაზა კონტრაქტი. მაგრამ ფორმაზე ცოტა სამუშაო მაქვს - MMA-სთან შედარებით, ფეხბურთისთვის სხვა ფორმაა საჭირო".

"თუმცა, თუ რომელიმე კლუბი საინტერესო წინადადებას გამიკეთებს, მივიღებ. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა".

"ფეხბურთი მიყვარს, ბავშვობიდან ვადევნებ თვალყურს. ჩემი პირველი სიყვარულია", - წერს ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, 32 წლის რუსმა მებრძოლმა კარიერა გასულ წელს დაასრულა.

კანტეს განცხადება, რომელსაც ხაბიბმა შემდეგნაირად უპასუხა: "მოკრძალებული ჩემპიონი"