"ბენზემა მათ შორისაა, თავისი საქმის ოსტატია", - ვერნერმა მსოფლიოს 3 საუკეთესო ცენტრფორვარდი დაასახელა
გერმანიის ნაკრებისა და "ჩელსის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.
"ბენზემა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო "ცხრიანია". ბენზემა - გრიზმანი - მბაპეს ტრიო, თუ, რა თქმა უნდა, ფრანგები ასე ითამაშებენ, წარმოუდგენლად სახიფათოა. მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან".
"რა თქმა უნდა, ისეთი ფორვარდისგან, როგორიც ბენზემაა, ბევრის სწავლაა შესაძლებელი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრს მიაღწია, არამედ იმიტომაც, რომ თავისი საქმის ოსტატია. სასწაულად მუშაობს ბურთთან ერთად, ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს, კარგად მოძრაობს და ასრულებს შეტევებს".
"ვფიქრობ, თამაშის თვალსაზრისით, "ლივერპულის" თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს ჰგავს. ბურთს დაბლა იღებს, გადაცემებს აკეთებს და ამავდროულად სწრაფად მუშაობს მეტოქის საჯარიმოში".
"რობერტ ლევანდოვსკისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ბენზემა მსოფლიოს სამ საუკეთესო ცენტრფორვარდს შორისაა, ჩემი აზრით", - ციტირებს ვერნერის სიტყვებს Goal.com.
მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ეგიდით, 15 ივნისს, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება შედგება.
ფოტო: როცა კარის ჩარჩოს გარდა ემბლემასაც აცილებ — ტიმო ვერნერს კვლავ დასცინიან