ავტორიზაცია

"ვფიქრობ, საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა", - ხაბიბმა თავისი ორი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

"ვფიქრობ, საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა", - ხაბიბმა თავისი ორი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 13 ივნ 2021, 21:51

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ არის მისი საყვარელი ფეხბურთელი.

"ვფიქრობ, რონალდოსა და რონალდუს დასახელება შეიძლება. როცა ვიზრდებოდი, სულ ვუყურებდი ბრაზილიელი რონალდოს თამაშს. და ის, რასაც კრიშტიანუ რონალდუმ მიაღწია, შთამბეჭდავია".

"2004 წელს, კრიშტიანუმ ევროს ფინალში ითამაშა, 2016 წელს კი - ეს ტურნირი მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ექვსჯერ ითამაშა, გახდა იტალიის, ესპანეთის, ინგლისის ჩემპიონი. ხუთი "ოქროს ბურთი" აქვს. ბევრი მიღწევა აქვს".

"ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა", - დაწერა ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, 32 წლის რუსმა მებრძოლმა კარიერა გასულ წელს დაასრულა.

ხაბიბი: "ფეხბურთი ჩემი პირველი სიყვარულია, ბევრმა კლუბმა შემომთავაზა კონტრაქტი"