ავტორიზაცია

"გარეტთან დაკავშირებით, უჩვეულო სიტუაციაა", - ფაბრეგასი ბეილის მიმართ კრიტიკას ეხმაურება

"გარეტთან დაკავშირებით, უჩვეულო სიტუაციაა", - ფაბრეგასი ბეილის მიმართ კრიტიკას ეხმაურება
თარიღი 13 ივნ 2021, 22:06

"მონაკოს" ნახევარმცველმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა უელსის ნაკრებისა და "რეალის" თავდამსხმელ გარეტ ბეილის შესახებ ისაუბრა.

"გარეტთან დაკავშირებით, უჩვეულო სიტუაციაა. დანამდვილებით არ ვიცით, რატომ ვითარდება მოვლენები ასე. ძალიან წარმატებული ფეხბურთელია, ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გაიტანა, საკლუბო დონეზე 100 გოლზე მეტი გოლი აქვს გატანილი. თუმცა, ხალხი მას მაინც აკრიტიკებს".

"საყვედურობენ იმის გამო, რომ გოლფის თამაში უყვარს და ესპანურს არ სწავლობს - ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, როცა ახალ ქვეყანაში გადადიხარ, ადამიანებს სურთ დაინახონ, რომ მასთან შეგუებას ცდილობ".

"მაგრამ კარგი ფეხბურთელია, ფანტასტიკური", - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Wales Online.

მოგეხსენებათ, 31 წლის ფეხბურთელმა 2020/21 წლების სეზონი იჯარით "ტოტენჰემში" გაატარა და ამ ზაფხულს "რეალში" ბრუნდება, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ, ბეილმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს და გოლფის თამაში დაიწყოს.

ჭორი აღმოჩნდა — ბეილი ევრო 2020-ის შემდეგ კარიერის დასრულებას არ აპირებს