ავტორიზაცია

ინტერის ექიმი: "ერიქსენს პრობლემა არც ჩვენთან და არც ტოტენჰემში არ ჰქონია"

ინტერის ექიმი: "ერიქსენს პრობლემა არც ჩვენთან და არც ტოტენჰემში არ ჰქონია"
თარიღი 13 ივნ 2021, 23:17

"ინტერის" სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, პიერო ვოლპიმ გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ეგიდით, დანიისა და ფინეთის (0:1) ნაკრებებს შორის გამართული გუშინდელი მატჩის დროს, 29 წლის ფეხბურთელმა გონება დაკარგა, მას გული გაუჩერდა. საბედნიეროდ, ახლა კრისტიანის მდგომარეობა სტაბილურია.

"ცუდი მომენტები გავიარეთ. არა მხოლოდ მე, არამედ "ინტერის" მთელმა ოჯახმა. უახლოესი რამდენიმე დღე მასშტაბური კვლევით დავკავდებით".

"მნიშვნელოვანია, რომ ახლა ერიქსენი კარგად არის, მაგრამ პრობლემები არ ჰქონია. არაფერი ყოფილა, რომელიც თუნდაც დისტანციურად მიუთითებდა პრობლემაზე. არც "ტოტენჰემში", არც "ინტერში". იტალიაში ამას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ", - ციტირებს ვოლპის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება მაინც განახლდა და დანიელთა მარცხით დასრულდა - 0:1.

ტოტენჰემის ყოფილმა ექიმმა ერიქსენის ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დაასახელა