ავტორიზაცია

"კოპა ამერიკაზე უნდა მეთამაშა", - ხამესმა კოლუმბიის სამწვრთნელო შტაბი უპატივცემულობაში დაადანაშაულა

"კოპა ამერიკაზე უნდა მეთამაშა", - ხამესმა კოლუმბიის სამწვრთნელო შტაბი უპატივცემულობაში დაადანაშაულა
თარიღი 13 ივნ 2021, 23:36

"ევერტონის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა კოპა ამერიკისთვის კოლუმბიის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩენაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, კოლუმბიელთა სამწვრთნელო შტაბმა 29 წლის ფეხბურთელი შემადგენლობიდან ცუდი ფორმის გამო ამოაგდო.

"კარგად ვარ. უნდა განვაცხადო, რომ ცუდ ფორმაში არ ვყოფილვარ და კოპა ამერიკაზე უნდა მეთამაშა. გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა მიიღო, მაგრამ არ ვიზიარებ, რადგან უპატივცემულოდ მომექცნენ".

"სხვა საქმეა, მწვრთნელს რომ ერთქვა ჩემთვის: "არ მჭირდები, რადგან როგორც ფეხბურთელი არ მომწონხარ". ასეთ შემთხვევაში, მოვკეტავდი და წავიდოდი", - ციტირებს ხამესის სიტყვებს Marca.

კოპა ამერიკა 2021 სტარტს დღეს ღამით აიღებს და 12 ივლისს დასრულდება.

ოფიციალურად: ხამესი კოლუმბიის ნაკრებიდან გაუშვეს და კოპა ამერიკას გამოტოვებს

"გაკვირვებული ვკითხულობ, რომ ნაკრებს არ ვჭირდები", - ხამესის ემოციური განცხადება