"საფრანგეთი ფავორიტი მხოლოდ ქაღალდზეა", - რუდიგერი მოახლოებული მატჩის წინ

გერმანიის ნაკრების მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ევრო 2020-ზე საფრანგეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"ქაღალდზე საფრანგეთი უფრო ძლიერია, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე".
"ფავორიტები არიან, შესანიშნავი შემტევი ხაზი ჰყავთ, მაგრამ მათთვის მზად ვართ", - ციტირებს რუდიგერის სიტყვებს Calciomercato.
ფრანგებისა და გერმანელების დაპირისპირება 15 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.