"გასახდელში ჩემთვის არაფერი უთქვამს", - მბაპე ჟირუსთან კონფლიქტზე საჯაროდ ალაპარაკდა
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თანამემამულე ოლივიე ჟირუსთან მომხდარ უთანხმოებაზე ისაუბრა.
"ვილაპარაკეთ და ყველაფერი განვიხილეთ. მთელმა მსოფლიომ იცის, რაც მოხდა. დიახ, მისმა სიტყვებმა ცოტა გამანაწყენა, მაგრამ ამისგან მნიშვნელოვანი ისტორიის გამოცხობა არ შეიძლება. მთავარი საფრანგეთის ნაკრებია. ასეთმა წვრილმანებმა ჩვენს მომზადებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს".
"გასახდელში ჟირუს გამარჯვება მივულოცე, ჩემთვის არაფერი უთქვამს. შემდეგ კი პრესაში მისი სიტყვები ვნახე. საერთოდაც, ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ ვისურვებდი, ასეთი რაღაცები გასახდელში დარჩეს და არ გასაჯაროვდეს. მაგრამ ეს პრობლემა არ არის, წვრილმანია".
"გუნდისთვის დაძაბული სიტუაცია საჭირო არ არის. გაკვირვებული ვარ, მთელი ეს დრო ამაზე მეკითხებით და არა გერმანიასთან მატჩზე", - დასძინა მბაპემ RMC Sport-თან საუბრისას.
ჟირუმ დაძაბულობის განმუხტვა სცადა, თუმცა მბაპე კვლავ უკმაყოფილოა - ფრანგული სერიალი გრძელდება