ტრანსფერი დაიხურა! დონარუმამ ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა — ფაბრიციო რომანო
"მილანის" მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
როგორც აღინიშნება, ხელშეკრულება 2026 წლამდეა გათვლილი, იტალიის ნაკრების კიპერი სამედიცინო შემოწმებას ევრო 2020-ის ეგიდით, შვეიცარიასთან 16 მაისს გასამართი მატჩის შემდეგ გაივლის.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის კარის დარაჯი, რომელსაც "როსონერისთან" კონტრაქტი ეწურება და კლუბს უფასოდ ტოვებს, ახალი გუნდიდან იჯარით არ წავა, "პსჟ"-ში დარჩება და პარიზელთა ამჟამინდელ ძირითად კიპერს, კეილორ ნავასს კონკურენციას გაუწევს.
ახლა კი, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს და მუშაობა უკვე დაიწყო.
ახალ გუნდში დონარუმას წლიური ხელფასი დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება. "მილანიდან" მისი წასვლის მიზეზიც სწორედ ესაა, ის გუნდს 10 მილიონიან ხელფასს სთხოვდა, "როსონერი" კი მხოლოდ 7,5 მილიონზე იყო თანახმა.
"ყველა დეტალის გამხელა არ მსურს", - მილანის დირექტორმა დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა