ავტორიზაცია

მოურინიო ერიქსენზე: "ვლოცულობდი და ვტიროდი, ასე იყო მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი"

მოურინიო ერიქსენზე: "ვლოცულობდი და ვტიროდი, ასე იყო მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი"
თარიღი 14 ივნ 2021, 01:28

"რომას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს ევრო 2020-ზე დანიისა და ფინეთის ნაკრებებს (0:1) შორის გამართული მატჩის დროს შეექმნა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტი თავის დროზე 29 წლის დანიელთან ერთად "ტოტენჰემში" მუშაობდა.

"ვერ ვწყვეტ იმაზე ფიქრს, რაც გუშინ მოხდა. მაგრამ მომხდარი არა სიხარულის, არამედ მწუხარების მიზეზია. მოხარული ვარ, რომ ფეხბურთი იმ მიმართულებით ვითარდება, რომლითაც თამაშების ორგანიზებამ, ექიმების კვალიფიკაციამ, უსაფრთხოების პროტოკოლებმა, აგრეთვე ღმერთმა, რომელიც იმ მომენტში მატჩს უყურებდა, კრისტიანს ნება დართო ჩვენთან, თავის ოჯახთან ცოცხალი დარჩენილიყო".

"ეს შემთხვევა ფეხბურთზე ბევრად მნიშვნელოვანია, მაგრამ მჯერა, რომ აჩვენა ყველაფერი კარგი, რაც ფეხბურთშია. სიყვარული, სოლიდარობა, ოჯახის სულისკვეთება. არა მხოლოდ ერიქსენის ოჯახის - მთელი საფეხბურთო ოჯახისაც".

"გუშინ ვლოცულობდი, გუშინ ვტიროდი, მაგრამ ასე გახლდათ მთელი მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი. მჯერა, ბევრი ასეთი ადამიანი იყო, რადგან ფეხბურთი აერთიანებს".

"გუშინ ფეხბურთმა ხალხი გააერთიანა, ტრაგიკულ სიტუაციაში და საბოლოო ჯამში, ყველანი ვხარობთ იმით, რომ კრისტიანი გადარჩა".

"მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ჰოიბერგს ველაპარაკე. პოზიტიურად იყო განწყობილი. კარგი სიახლეებია, ასე რომ აღნიშვნის საბაბი გვაქვს", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Talksport.

მოურინიო: "მოვიდა დრო, მბაპემ მუშტი დაკრას და თქვას, რომ საუკეთესოა"