ავტორიზაცია

მბაპე: "პსჟ-ს ხელმძღვანელობისთვის ფეხბურთელების ყიდვა არასოდეს მითხოვია"

მბაპე: "პსჟ-ს ხელმძღვანელობისთვის ფეხბურთელების ყიდვა არასოდეს მითხოვია"
თარიღი 14 Jun 2021, 01:41

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

აქამდე დაიწერა, რომ 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი პარიზელთა ხელმძღვანელობისგან შემადგენლობის გასაძლიერებლად ფეხბურთელების დამატებას ითხოვს.

"არც პრეზიდენტისთვის და არც ლეონარდოსთვის არასოდეს მითხოვია ფეხბურთელების ყიდვა", - აცხადებს მბაპე.

"უბრალოდ ფეხბურთელი ვარ. ჩემი საქმით უნდა ვიყო დაკავებული - მოედანზე გავიდე".

"კლუბისთვის არცერთი ფეხბურთელი არ მომითხოვია", - დასძინა კილიანმა RMC Sport-თან საუბრისას.

"გასახდელში ჩემთვის არაფერი უთქვამს", - მბაპე ჟირუსთან კონფლიქტზე საჯაროდ ალაპარაკდა