ავტორიზაცია

"ფეხბურთელებს თამაში თავისი სურვილით არ გაუგრძელებიათ, ეს ტყუილია", - პიტერ შმეიხელი

"ფეხბურთელებს თამაში თავისი სურვილით არ გაუგრძელებიათ, ეს ტყუილია", - პიტერ შმეიხელი
თარიღი 14 ივნ 2021, 17:18

დანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პიტერ შმეიხელმა, რომელიც გუნდის ამჟამინდელი გოლკიპერის, კასპერ შმეიხელის მამაა, კრისტიან ერიქსენის გულის შეტევის შემდეგ, უეფას მიერ ფინეთთან მატჩის განახლების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„უეფას განცხადება ვნახე, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ფეხბურთელების სურვილით იქნა მიღებული, რომლებსაც, თითქოს, თამაშის დიდი სურვილი ჰქონდათ. მაგრამ, ეს ტყუილია.

თუმცა, გააჩნია, სიმართლეს რას ვეძახით. ფეხბურთელებს სამი ვარიანტი შესთავაზეს. პირველი - ჩაამთავრონ 50 წუთი ეგრევე. მეორე ვარიანტი - 50 წუთი ითამაშონ მეორე დღეს, შუადღეზე. მესამე კი - ტექნიკური მარცხი 0:3.

ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ. იყო თუ არა მატჩის იმ დღესვე გაგრძელება ნამდვილად ფეხბურთელების სურვილი? ჰქონდათ კი მათ არჩევანი? მე ასე არ ვფიქრობ. როგორც გუშინდელ პრესკონფერენციაზე მოისმინეთ, მწვრთნელიც სერიოზულად არის განაწყენებული, რომ ფეხბურთელებს დაბრუნების ნება დართო.“ - აღნიშნა შმეიხელმა.
 

"მინდა ვიცოდე, რა მოხდა" - ერიქსენის პირველი კომენტარი