როდრი: "სურვილის შემთხვევაში, ინგლისს მოედანზე სამი თანაბარი დონის გუნდი გაყვანა შეუძლია"
ესპანეთის ნაკრების და „მან.სიტის“ ნახევარმცველმა, როდრიმ, ევრო 2020-ს ერთ-ერთ ფავორიტად ინგლისის ნაკრები მოიხსენია.
„ჩემთვის, ინგლისი ერთ-ერთი აშკარა ფავორიტია. რომ მოინდომონ, მათ სამი სხვადასხვა შემადგნელობის დაყენება შეუძლიათ.
შეხედეთ, როგორი პიროვნებები ჰყავთ მათ, მათი დონე ძალიან მაღალია. უნდა შევხედოთ, იქნებიან თუ არა ისინი დიდებული გუნდი კოლექტივის თვალსაზრისით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ცალკე სახელებით - ეს გუნდი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.“ - აღნიშნა როდრიმ.
ევრო 2020-ს პირველ მატჩში ინგლისის ნაკრებმა ხორვატიას 1:0 მოუგო. რაც შეეხება ესპანეთს, ფურია როხა თავის სადებიუტო შეხვედრას დღეს, 14 ივნისს, შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
დღის ცენტრალურ შეხვედრაში ინგლისმა ხორვატიას სტერლინგის გოლით მოუგო