ავტორიზაცია

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ველაპარაკე", - შმეიხელმა ერიქსენთან მომხდარის შემდეგ შემდგარი საუბარი გაიხსენა

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ველაპარაკე", - შმეიხელმა ერიქსენთან მომხდარის შემდეგ შემდგარი საუბარი გაიხსენა
თარიღი 14 ივნ 2021, 17:26

დანიის ნაკრების მეკარე, კასპერ შმეიხელი, თანაგუნდელ კრისტიან ერიქსენს უკვე ესაუბრა.

„ვფიქრობ, მთავარი ამჟამად ის არის, რომ კრისტიანი ვნახე და ველაპარაკე. მნიშვნელოვანია, რომ ის იღიმოდა, იცინოდა, იყო ისეთი, როგორიც არის ხოლმე.

ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო, გვენახა ჯანმრთელი ერიქსენი მას შემდეგ, რაც მოხდა. 

თან არაფერზე ვისაუბრეთ, მაგრამ ამავდროულად ყველაფერზეც. იმიტომ, რომ ასეთი გამოცდილება აქამდე არასდროს, არავის არ გვქონია. თუმცა, ეს ლაპარაკი ყველას დაგვეხმარა.“ - აღნიშნა შმეიხელმა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, დანია - ფინეთის მატჩში, კრისტიან ერიქსენი პირველი ტაიმის მიწურულს მინდორზე უგონოდ დაეცა. ექიმებმა დროული რეაგირება მოახდინეს და ფეხბურთელის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ის სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
 

"ფეხბურთელებს თამაში თავისი სურვილით არ გაუგრძელებიათ, ეს ტყუილია", - პიტერ შმეიხელი