ავტორიზაცია

შეძლებს თუ არა ერიქსენი კარიერის გაგრძელებას? იტალიელი კარდიოლოგის ვარაუდი

შეძლებს თუ არა ერიქსენი კარიერის გაგრძელებას? იტალიელი კარდიოლოგის ვარაუდი
თარიღი 14 ივნ 2021, 17:29

იტალიელმა კარდიოლოგმა, ბრუნო კარუმ, დანიის ნაკრების ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ფეხბურთელის სამომავლო კარიერას ტაბუ არ უნდა დავადოთ.

„ერიქსენის კარიერა დასრულებულია? ჯერჯერობით, ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის, ჯერ პათოლოგიას უნდა დავაკვირდეთ. თუ ყველაფერი მკურნალობას ექვემდებარება, მას ფეხბურთში დაბრუნება შეეძლება.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელს რაღაც პრობლემა გასახდელიდანვე ჰქონდა, რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. სტრესზე საუბარი არ ღირს. ის, რაც მოხდა, შემთხვევით ვერ მოხდებოდა, გული ასე არ მუშაობს.“ - აღნიშნა კარომ ერთ-ერთ რადიოსთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, დანია - ფინეთის მატჩში, კრისტიან ერიქსენი პირველი ტაიმის მიწურულს მინდორზე უგონოდ დაეცა. ექიმებმა დროული რეაგირება მოახდინეს და ფეხბურთელის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ის სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ველაპარაკე", - შმეიხელმა ერიქსენთან მომხდარის შემდეგ შემდგარი საუბარი გაიხსენა