ავტორიზაცია

"ერთხელ კლოპმა მომწერა, რომ ვენატრები, მაგრამ არ ვუპასუხე", - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი

"ერთხელ კლოპმა მომწერა, რომ ვენატრები, მაგრამ არ ვუპასუხე", - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი
თარიღი 14 ივნ 2021, 20:49

"ზენიტისა" და ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა იმის შესახებ ისაუბრა, აქვს თუ არა კონტაქტი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან.

"ერთმანეთთან ყოველთვის გულახდილები ვიყავით. რა თქმა უნდა, ცუდი პერიოდებიც იყო. სირთულეები იქმნებოდა, როცა ტრავმა მქონდა, მას კი ვჭირდებოდი. თუმცა, ერთმანეთს ისე დავემშვიდობეთ, როგორც მეგობრები".

"შევთანხმდით, რომ შეგვიძლია ერთმანეთს დავურეკოთ. ზოგჯერ ტელეფონით ვსაუბრობთ. ერთხელ მომწერა, რომ ვენატრები, მაგრამ არ ვუპასუხე", - ციტირებს ლოვრენის სიტყვებს FourFourTwo.

"ლივერპულის" რიგებში 31 წლის უკანახაზელი 2014 წლიდან 2020 წლამდე ასპარეზობდა. 2020 წლის ივლისში ლოვრენი სანქტ-პეტერბურგული კლუბის ფეხბურთელი გახდა.

ხვიჩას ხმა მისცა ლოვრენმა, ჯოვინომ, ტაბიძემ და სხვებმა - ვინ გახდა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე?