"ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა", - ფაბრეგასი ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას ეხმაურება
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა კატალონიურ კლუბში ფორვარდ ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"არ ვიცი, როგორ მოიქცევა მესი, მაგრამ იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დარჩება. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ვნახოთ, რა გამოვა. მინდა, "ბარსელონაში" კიდევ მრავალი წელი ითამაშოს და წარმატებებს მიაღწიოს, რადგან ამას იმსახურებს".
"მიხარია, რომ ლაპორტა გახდა პრეზიდენტი. მშვიდია, გამოცდილი და იცის, რასაც აკეთებს", - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Goal.
33 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
2020 წლის ზაფხულში მესიმ "ბარსას" იმდროინდელ ხელმძღვანელობას გუნდის დატოვების სურვილის შესახებ ამცნო, თუმცა, საბოლოო ჯამში, იძულებული გახდა კლუბში დარჩენილიყო.
"გარეტთან დაკავშირებით, უჩვეულო სიტუაციაა", - ფაბრეგასი ბეილის მიმართ კრიტიკას ეხმაურება