"უკვე ბევრჯერ ვიყავი ამასთან ახლოს, მაგრამ არ გამომივიდა", - მესიმ თავისი ოცნება გაამხილა
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებაზე ოცნებობს.
"ვფიქრობ, დარტყმის განხორციელების დრო დადგა. დროა კოპა ამერიკის მოგების შანსით ვისარგებლოთ".
"არგენტინის ნაკრების მაისურით ტიტულის მოგება ჩემი დიდი ოცნებაა. უკვე ბევრჯერ ვიყავი ამასთან ახლოს, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამომივიდა. იქამდე ვიბრძოლებ, სანამ ძალა მეყოფა".
"საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე ყველა ტიტული მოვიგე. შესანიშნავი იქნებოდა ნაკრებთან ერთად გამარჯვებაც", - ციტირებს მესის სიტყვებს The National.
მოგეხსენებათ, 33 წლის სუპერვარსკვლავი "ალბისელესტეს" რიგებში კოპა ამერიკის ფინალში ორჯერ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთხელ დამარცხდა.
"ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა", - ფაბრეგასი ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას ეხმაურება