ავტორიზაცია

რონალდუ იუვენტუსიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა

რონალდუ იუვენტუსიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა
თარიღი 14 ივნ 2021, 22:35

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებზე განცხადება გააკეთა.

პორტუგალიის ნაკრების 36 წლის სუპერვარსკვლავი ტურინული გრანდიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

"უკვე 18 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. ეს საუბრები არ მაღელვებს. რაც არ უნდა მოხდეს, უკეთესობისთვის იქნება".

"დავრჩები თუ წავალ - ახლა ეს არ არის მთავარი. ეროვნულ გუნდში თამაშზე ვარ კონცენტრირებული", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რონალდუს "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კრიშტიანუსადმი ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს - მათ შორის არიან "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ".

"ვფიქრობ, საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა", - ხაბიბმა თავისი ორი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა