ავტორიზაცია

"მოედანზე ის უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - დონადონიმ მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

"მოედანზე ის უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - დონადონიმ მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 14 ივნ 2021, 22:52

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დონადონიმ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესისა და "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შედარებაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, 57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლეგენდარული დიეგო მარადონა და პელეც ახსენა.

"არ მიყვარს მარადონას მესისთან შედარება, ასევე პელესთან, როგორც ადრე იყო. სხვადასხვა ეპოქაა. მესიც მომწონს და მარადონაც".

"მესი ნამდვილად მომწონს. ახლა ყველა მესისა და რონალდუს დაპირისპირებაზე საუბრობს - მე მესის უნარები უფრო მომწონს, ვიდრე რონალდუსი".

"ტექნიკის თვალსაზრისით, მესი სხვა დონეზეა. მესი უფრო ახდენს ჩემზე შთაბეჭდილებას, როცა ფეხბურთს ვუყურებ".

"რა თქმა უნდა, რონალდუ ბევრ გოლს იტანს, მაგრამ მესი უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოედანზე", - ციტირებს დონადონის სიტყვებს Ole.

"უკვე ბევრჯერ ვიყავი ამასთან ახლოს, მაგრამ არ გამომივიდა", - მესიმ თავისი ოცნება გაამხილა