ავტორიზაცია

"მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ", - საფრანგეთთან მატჩის წინ, ლიოვმა გერმანიის რამდენიმე მოთამაშე გამოარჩია

"მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ", - საფრანგეთთან მატჩის წინ, ლიოვმა გერმანიის რამდენიმე მოთამაშე გამოარჩია
თარიღი 14 Jun 2021, 23:07

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ევრო 2020-ზე საფრანგეთთან გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

"ბოლო ორ კვირაში მზადებამ კარგად ჩაიარა. სწორი მიმართულებით მივდიოდით. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, არის მონდომება და ამბიცია. მოუთმენლად ველით პირველ მატჩს".

"დადებითი დაძაბულობა და მოლოდინი იგრძნობა. მშვიდი და მოდუნებული ვარ, რადგან ბოლო 14 დღეში გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა. ხვალ ვნახავთ, რას აჩვენებს გუნდი პირველი კლასის ისეთ ნაკრებთან, როგორიც საფრანგეთია".

"ჩვენს გუნდში მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები არიან შეკრებილნი. ეს ქმნის ბალანსს, შეტევისა და დაცვის კარგ ნაზავს".

"შეტევაში ტიმო ვერნერი, ლეროი სანე, კაი ჰავერცი, ტომას მიულერი და სერჟ გნაბრი გვყავს - ეს არასრული სიაა. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა".

"ორივე გუნდს ძლიერი შემტევი ხაზი ჰყავს. ყოველ წამს კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და არცერთ ფეხბურთელს არ მოვაცილოთ თვალი", - ციტირებს ლიოვის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"ბენზემა მათ შორისაა, თავისი საქმის ოსტატია", - ვერნერმა მსოფლიოს 3 საუკეთესო ცენტრფორვარდი დაასახელა