ავტორიზაცია

"როგორ უნდა გავაჩეროთ კილიან მბაპე?", - ნოიერის განცხადება საფრანგეთთან მოახლოებულ მატჩზე

"როგორ უნდა გავაჩეროთ კილიან მბაპე?", - ნოიერის განცხადება საფრანგეთთან მოახლოებულ მატჩზე
თარიღი 14 ივნ 2021, 23:17

გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა ევრო 2020-ზე საფრანგეთთან გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

"ტურნირის დაწყებას დიდხანს ველოდით, თმის ბოლო ღერამდე მოტივირებულები ვართ. მოუთმენლად ველით ჩვენს პირველ მატჩს აქ, სახლში, მიუნხენში".

"ვიცით, გულშემატკივრებთან ვალში ვართ, გვსურს ჩვენი თამაშით მოვხიბლოთ. მხარდაჭერა გვჭირდება - როგორც სახლებში ეკრანებთან, ისევე სტადიონზე".

"წინ დასკვნითი ვარჯიში და საბოლოო მზადება გველის. ძალიან გვსიამოვნებს, რომ შეგვიძლია აქ, მიუნხენის სტადიონზე ვივარჯიშოთ. სულმოუთქმელად ველით მატჩის დაწყებას და წარმატებული ასპარეზობის იმედი გვაქვს".

"რაც შეეხება 14 ათასი გულშემატკივრის დაშვებას, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია".

"როგორ უნდა გავაჩეროთ კილიან მბაპე? სტაბილურად უნდა დავიცვათ თავი, ეს ეხება მეკარესაც. მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ ასეთ ფეხბურთელებს ხშირად ვხვდებით", - განაცხადა ნოიერმა.

"მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ", - საფრანგეთთან მატჩის წინ, ლიოვმა გერმანიის რამდენიმე მოთამაშე გამოარჩია