ავტორიზაცია

VIDEO: მესის ლამაზი ჯარიმა, თუმცა არგენტინამ კოპა ამერიკის მატჩში მაინც ვერ იმარჯვა

თარიღი 15 ივნ 2021, 03:01

კოპა ამერიკის პირველი ტურის მატჩში არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

33-ე წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმით გახსნა.

57-ე წუთზე არგენტინის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც არტურო ვიდალმა შეასრულა. ჩილელს ემილიანო მარტინესმა აჯობა, თუმცა დამატებაზე გოლის გატანა ედუარდო ვარგასმა მოახერხა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

 

VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა - არგენტინამ ანგარიში გახსნა

"მოედანზე ის უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - დონადონიმ მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა