ავტორიზაცია

უარი არსენალს - გუნდი, რომლის შემოთავაზებასაც ლოკატელი ელოდება

უარი არსენალს - გუნდი, რომლის შემოთავაზებასაც ლოკატელი ელოდება
თარიღი 15 ივნ 2021, 10:51

ლონდონის "არსენალი" საკმაოდ სერიოზულად ინტერესდებოდა "სასუოლოს" ცენტრალური ნახევარმცველით, მანუელ ლოკატელით.

La Gazzetta dello Sport-ი ცნობით, "მეთოფეები" იტალიელი ჰავბეკის სანაცვლოდ იხდიდნენ 40 მილიონ ევროს, თუმცა პრემიერ ლიგაში გადასვლა თავად მოთამაშემ არ მოინდომა.

საქმე ისაა, რომ "ნეროვერდის" შუახაზელი დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსში" გადასვლით და ის სწორედ ამ კლუბის შემოთავაზებას ელის.

პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ "ბებერი ქალბატონი" 23-წლის ნახევარმცველით ამ დროისთვის ჯერჯერობით არ ინტერესდება.

შეგახსენებთ, აპენინელი ჰავბეკი არის "მილანის" აღზრდილი, თუმცა 2018 წელს ის "შავ-მწვანეების" შემადგენლობაში გადავიდა.

რონალდუ იუვენტუსიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა

ლოკატელი: "დიდი კლუბების მხრიდან ინტერესი მოტივაციას მმატებს"