დინამო ბათუმის, დილასა და გაგრას მეტოქეები კონფერენსლიგაზე ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, კონფერენსლიგის წილისყრა გაიმართა. ამ ტურნირზე წარმოდგენილია სამი ქართული კლუბი - ბათუმის "დინამო", გორის "დილა" და "გაგრა".
ბათუმის "დინამო" დაუპირისპირდება სან-მარინოს "ტრე პენს", გორის "დილა" სლოვაკურ "ჟილინას", "გაგრა" კი მონტენეგროს "სუტიესკას".
დაპირისპირება იქნება ორრაუნდიანი, რომელიც 8 და 15 ივლისს გაიმართება. "დინამო" და "გაგრა" მეტოქეებს მიიღებენ შინ, "დილა" კი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.