ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის 3 გუნდი, რომელიც კოუტინიოს ხელში ჩაგდებას ცდილობს

პრემიერ ლიგის 3 გუნდი, რომელიც კოუტინიოს ხელში ჩაგდებას ცდილობს
თარიღი 15 ივნ 2021, 16:24

დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ზაფხულში კლუბიდან წავა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

აქამდე, 28 წლის ბრაზილიელისადმი "არსენალის" ინტერესზე არაერთხელ დაიწერა, თუმცა ლონდონელები მის დამატებას აღარ გეგმავენ.

მიუხედავად ამისა, კოუტინიოს გადაბირებისთვის მზად არის "ევერტონი" და "ლესტერ სიტი" ცნობისთვის, "კანფეტები" 40 მილიონ ევროს ჩამოდიან.

2018 წელს, "ბარსელონამ" სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავი "ლივერპულიდან" 165 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა.

2020/21 წლების სეზონში კოუტინიომ ესპანეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

რამდენად რეალურია ლაპორტის ბარსელონაში გადასვლა?

კოუტინიო მელიების ბუნაგში? - ბრაზილიელს საინტერესო მსურველი ჰყავს