კოუტინიო მელიების ბუნაგში? - ბრაზილიელს საინტერესო მსურველი ჰყავს
ახალი ამბავი არ არის, რომ "ბარსელონა" ცდილობს თავისი შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუიტინიოს სარფიანად გაყიდვას.
Mundo Deportivo-ს თანახმად, უკანასკნელი გუნდი, რომლის სახელი დაუკავშირეს ბრაზილიელ ფლეიმეიქერს "ლესტერ სიტი" არის.
იგივე წყაროს მტკიცებით, კატალონიელთა გამთამაშებლის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული ბრენდან როჯერსი, რომელიც მასთან "ლივერპულში" მუშაობდა.
"მელიები" განიხილავენ ორ ვარიანტს - "ბლაუგრანას" მე-14 ნომრის 20 მილიონ ევროს ყიდვას ან მისი განათხოვრების წესით აყვანას.
"ლურჯების" გარდა, სამხრეთ ამერიკელი გამთამაშებლის სახელი დაუკავშირეს "ტოტენჰემს", "არსენალს", "ევერტონს" და "მარსელს".
დრო მიდის, კონტრაქტი იწურება — როდის აპირებს ბარსელონა მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას?