ავტორიზაცია

"სერიოზული მეტოქეა" - ცხადაძე წილისყრის შემდეგ

"სერიოზული მეტოქეა" - ცხადაძე წილისყრის შემდეგ
თარიღი 15 ივნ 2021, 16:28

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ბაქოს "ნეფტჩის" დაუპირისპირდება.

წილისყრის შემდეგ კომენტარი დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა.

"ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც დინამო საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რათქმაუნდა ვაფასებთ მას.

ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ", - განაცხადა ცხადაძემ.

დაპირისპირება 2-მატჩიანი იქნება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6/7 და 13/14 ივლისს გაიმართება

დინამო ბათუმის, დილასა და გაგრას მეტოქეები კონფერენსლიგაზე ცნობილია