ავტორიზაცია

ევრო 2020, დღე მეექვსე - იტალიის ლიდერობის განმტკიცებისა და შეცდომების გამოსწორების მოლოდინში

ევრო 2020, დღე მეექვსე - იტალიის ლიდერობის განმტკიცებისა და შეცდომების გამოსწორების მოლოდინში
თარიღი 16 ივნ 2021, 10:03

გუშინ მაყურებელმა იხილა ორი შეხვედრა, დღეს კი დამკვიდრებული წესი აღდგება და დღის განრიგში კვლავ სამი მატჩი იქნება წარმოდგენილი. მაყურებელი იხილავს ორი A ჯგუფის და ერთი B ჯგუფის თამაშს. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო უშუალოდ მატჩების დაწყების წინ.

ფინეთი-რუსეთი, 17:00

საფეხბურთო საღამოს გახსნის B ჯგუფის შეხვედრა - ბელგიასთან განადგურებული რუსეთი მორალურად მძიმე მატჩში დანიის დამმარცხებელ ფინეთს დაუპირისპირდება. ალბათ აღარ ღირს იმის გახსენება, თუ რატომ იყო ის თამაში მორალურად მძიმე, უბრალოდ ჯანმრთელობა ვუსურვოთ კრისტიან ერიქსენს.

რუსეთის მორიგი წაგების შემთხვევაში, ამ გუნდის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდება და აქედან გამომდინარე, სლავებს ქულების დაკარგვის უფლება პრაქტიკულად არ აქვთ. ფინეთის გამარჯვება ან თუნდაც ფრე კი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჯგუფიდან გასვლისთვის.

რუსეთი - შუნინი, ჯიქია, დივეევი, სემენოვი, ფერნანდესი, კარავაევი, ფერნანდესი, ოზდოევი, ზობნინი, გოლოვინი, მირანჩუკი, ძიუბა

ფინეთი - ჰრადეცკი, არაიური, ო'სოგნესი, ტოივიო, რაიტალა, ურონენი, კამარა, ლოდი, სპარვი, პიანპალო, პუკი

თურქეთი-უელსი, 20:00

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი გახსნა სწორედ თურქეთმა, რომელმაც იტალიასთან გამანადგურებელი მარცხი იწვია (0:3). აღნიშნულ ნაკრებს სჭირდება რეაბილიტაცია და დონით თითქმის თანაბარ უელსთან მატჩი ამის კარგი საშუალებაა. ფაქტია, რომ "წითლები" აუტსაიდერობისთვის არ ჩამოსულან.

ოსმალელთა პირველი შეხვედრა გავიხსენეთ და რაც შეეხებათ "დრაკონებს", სადებიუტო მატჩში დაფიქსირდა ფრე შვეიცარიასთან (1:1). A ჯგუფს ლიდერობს "სკუადრა აძურა", შემდეგ მოდიან ბრიტანელები და "მესაათეები", აუტსაიდერის რანგში კი როგორც ავღნიშნეთ სენოლ გიუნეშის გუნდია.

თურქეთი - ჩეკირი, დემირალი, სეიუნჯიუ, ჩელიკი, მერასი, აიჰანი, კაჰვეცი, იოკუსლუ, უნდერი, ჩალჰანოღლუ, ილმაზი

უელსი - უარდი, მეფამი, როდონი, დევისი, რობერტსი, ალენი, მორელი, ჯეიმსი, რემზი, ბეილი, მური

იტალია-შვეიცარია, 23:00

დღის ცენტრალური შეხვედრა და იტალიის ძალიან კარგი შანსი შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ნაბიჯის გადასადგამად. აღნიშნული ნაკრები ფავორიტია, თუმცა ფაქტია, "წითლები" მარტივად დამთმობ მეტოქეებს შორის არ გადიან. საინტერესო ფაქტი: "სკუადრა აძურა" თავის ყველაზე ხშირ მოწინააღმდეგეს ხვდება.

"ლურჯები" შვეიცარელებს სხვადასხვა დროს დაუპირისპირდნენ 58-ჯერ - 28 მოგება არის აპენინელთა ანგარიშზე, 22 მატჩი დასრულდა ფრედ, "მესაათეებმა" კი მხოლოდ 8 თამაშში იმარჯვეს. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას: 107:67 რა თქმა უნდა იტალიელთა სასარგებლოდ. დღევანდელი მეტოქეების სავარაუდო შემადგენლობები კი ასეთი იქნება:

იტალია - დონარუმა, კიელინი, ბონუჩი, სპინაცოლა, დი ლორენცო, ჟორჟინიო, ვერატი, ბარელა, ბერარდი, ინსინიე, იმობილე

შვეიცარია - სომერი, აკანჯი, ელვედი, შარი, მბაბუ, როდრიგესი, ზაქარია, ჯაკა, შაქირი, ემბოლო, სეფეროვიჩი

VIDEO: ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაში იტალიამ თურქეთი გაანადგურა!

VIDEO: იყო თუ არა დასანიშნი პენალტი? საკამათო ეპიზოდი იტალია - თურქეთის მატჩიდან