რონალდუ V კოკა-კოლა გრძელდება - კომპანიის აქციების ფასი და საბაზრო ღირებულება დაეცა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნისგან, კრიშტიანუ რონალდუსგან იზარალა არა მხოლოდ უნგრეთმა, არამედ კოკა-კოლამაც.
შეგახსენებთ, რომ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე "წითელ-მწვანეების" ლიდერმა გადადო აღნიშნული კომპანიის სასმლის ბოთლები და თავისთან მხოლოდ მინერალური წყლის ბოთლი დატოვა.
Marca-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის მიერ დემონსტრირებული ჟესტი კოკა-კოლას დაუჯდა საკმაოდ ძვირად: კომპანიის აქციები 56.10 დოლარიდან 55.22 დოლარამდე დაეცა.
ამის გარდა, დაეცა თვითონ ბრენდის საბაზრო ღირებულებაც - 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე.
პირენეელთა შვიდიანს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი უარყოფითი დამოკიდებულება შაქრიანი და გაზირებული სასმელების მიმართ.
36-წლის ფორვარდმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ შაქრიანი სასმელების მოყვარულთა შორის არის მისი შვილიც, რაც თავად მოთამაშეს აღიაზიანებს.
რეკორდების მანქანა - რონალდუ ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა!
VIDEO: კოკა-კოლას ანტი-რეკლამა რონალდუსგან - მომენტი, როცა ტურნირის სპონსორობა არაფერს ნიშნავს