რეკორდების მანქანა - რონალდუ ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა!
პორტუგალიისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში თავისი ორი გოლი გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რომლისთვისაც აღნიშნული დუბლი გამოდგა რიგით მე-10 და მე-11 ბურთები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
პორტუგალიელი თავდამსხმელი გახდა აღნიშნული ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, უნგრეთთან მატჩამდე კი ის პირველ ადგილს 9-9 გოლით მიშელ პლატინისთან იყოფდა.
აქვე დავამატებთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ლიდერს საერთაშორისო ასპარეზზე უკვე არც მეტი არ ცნაკლები 106 გოლი დაუგროვდა.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "წითელ-მწვანეებმა" უნგრეთი ანგარიშით 3:0 გაანადგურეს. ევროპის ჩემპიონატების გოლეადორთა ტოპ-3 ასეთია:
კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 11 გოლი
მიშელ პლატინი (საფრანგეთი) - 9 გოლი
ალან შირერი (ინგლისი) - 7 გოლი
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - რონალდუს დუბლი, პორტუგალიამ უნგრეთი მატჩის მიწურულს გაანადგურა