ავტორიზაცია

"მბაპე რონალდუს შეცვლის, მაგრამ მესის ვერა", - ლინეკერმა მიზეზი ახსნა

"მბაპე რონალდუს შეცვლის, მაგრამ მესის ვერა", - ლინეკერმა მიზეზი ახსნა
თარიღი 16 ივნ 2021, 17:09

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა "პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების შემტევ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"მბაპე უკვე მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავია. რონალდუს შეცვლის, ალბათ, მაგრამ მესის ვერა. ლიონელი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რისი გაკეთებაც სხვებს არ შეუძლიათ".

"შეძლებს მბაპე ამ დრაივის შენარჩუნებას, რათა კარიერის 17-19 წელიწადი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს, რონალდუსა და მესის მსგავსად? რაღაც განსაკუთრებულს უნდა ფლობდე".

"მბაპეს თამაშის ასე გაგრძელება შეუძლია, მიუხედავად "რეალზე" გავრცელებული ჭორებისა", - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Goal.

2020/21 წლების სეზონში მბაპემ "პსჟ"-ს მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 160 მილიონ ევროს შეადგენს.

ლინეკერმა დაასახელა ფეხბურთელები მბაპეს და ჰოლანდის გარდა, რომლებსაც რონალდუს და მესის შეცვლა შეუძლიათ