არჩევანი გაგაკვირვებთ — მოურინიომ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ სიტისა" და პორტუგალიის ნაკრების მცველ რუბენ დიაშზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, დიაში ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია", - ციტირებს "განსაკუთრებულის" სიტყვებს Goal.
"ვიტყოდი, რომ რუბენმა პრემიერ ლიგაში გამოჩენისთანავე სხვა ცოდნა და კონკურენტუნარიანობის გამოცდილება შეიძინა", - დასძინა მოურინიომ.
მოგეხსენებათ, 24 წლის პორტუგალიელი 2020/21 წლების სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
რუბენ დიაშმა გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტის" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.
მოურინიო ერიქსენზე: "ვლოცულობდი და ვტიროდი, ასე იყო მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი"