"შეტყობინება გამომიგზავნა", - რონალდუს დედამ კრიშტიანუს მომავალზე ისაუბრა
"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დედამ, დოლორეშ ავეირუმ 36 წლის შვილის მომავალზე ისაუბრა.
"ფორმაშია, კიდევ სამი წელიწადი ითამაშებს. ველაპარაკე, შეტყობინება გამომიგზავნა, მივულოცე, მან კი მიპასუხა: "მადლობა, დედა", - ციტირებს ავეირუს სიტყვებს Transfermarketweb.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამჟამად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მისი ნაკრების მეტოქეები უნგრეთი, გერმანია და საფრანგეთი არიან - უნგრეთთან (3:0) მოგებულ პირველ მატჩში კრიშტიანუმ დუბლი გაიფორმა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რონალდუმ უახლოეს პერიოდში "იუვენტუსი" დატოვოს, მისით არაერთი გრანდია დაინტერესებული, მათ შორის არიან "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ ჟერმენი".
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა კრიშტიანუს "ბებერ ქალბატონთან" 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.