ყოფილ გუნდში რამოსის შესაძლო დაბრუნებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს
"სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, რამონ მონჩიმ გუნდში "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ცნობები უარყო.
"რამოსი "რეალის" ფეხბურთელია. ამჟამად კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Marca.
მოგეხსენებათ, რამოსი ანდალუსიელთა აღზრდილია. 2020/21 წლების სეზონში 35 წლის უკანახაზელმა "სამეფო კლუბის: მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა "რეალის" კაპიტანს 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
11 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სევილია" რამოსს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.