ავტორიზაცია

რეალსა და რამოსს შორის ყველაფერი გაირკვა - As

რეალსა და რამოსს შორის ყველაფერი გაირკვა - As
თარიღი 14 ივნ 2021, 10:30

მადრიდის "რეალის" კაპიტანი, სერხიო რამოსი უდიდესი ალბათობით თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩება. As-ის თანახმად, ესპანელი "სამეფო კლუბის" წინადადებას მიიღებს.

ფლორენტინო პერესი "ბლანკოსის" ლიდერს შეხვდა 11 ივნისს და რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ, ფეხბურთელი პრეზიდენტის პირობებს დათანხმდა.

"სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებს პრობლემას უჩენს რაფაელ ვარანი, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს.

იგივე წყაროს მტკიცებით, 35-წლის ცენტრალურ მცველსა და მის ფრანგ თანაგუნდელს შორის, "რეალი" შენარჩუნების საკითხში პირველ ვარიანს აირჩევს.

როგორც ვხედავთ, მადრიდიში პირენეელი უკანახაზელის დარჩენის შესახებ ცნობა მალე ოფიციალურადაც გავრცელდება.

"არა მგონია, ანჩელოტიმ დამიმატოს", - ხამესის კომენტარი რეალში შესაძლო დაბრუნებაზე

კასილასი: "ვინ დარჩება წაგებული, თუ რეალი და რამოსი ვერ შეთანხმდნენ? მე"