მანჩესტერ იუნაიტედი რონალდუს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს — La Gazzetta dello Sport
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, 36 წლის პორტუგალიელმა ყოფილი კლუბისგან შეთავაზება უკვე მიიღო.
ასე და ამგვარად, ინგლისელები მზად არიან კრიშტიანუს წლიურად დაახლოებით 17 მილიონი ფუნტი უხადონ ხელფასის სახით.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა რონალდუს "ბებერ ქალბატონთან" 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. გასულ სეზონში მან 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.
რონალდუ "ემიუში" 2003 წლიდან 2009 წლამდე ირიცხებოდა. გუნდთან ერთად იგი ინგლისის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, თითოჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი, აგრეთვე დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტულს.
"შეტყობინება გამომიგზავნა", - რონალდუს დედამ კრიშტიანუს მომავალზე ისაუბრა