ავტორიზაცია

"ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო, ვითომ რაღაც გააკეთა, დამთავრებულია ჩემს თვალში", - თემურ ჭყონია რონალდუზე

"ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო, ვითომ რაღაც გააკეთა, დამთავრებულია ჩემს თვალში", - თემურ ჭყონია რონალდუზე
თარიღი 16 Jun 2021, 22:35

„კოკა-კოლასა“ და „მაკდონალდსის“ ფრანჩაიზის მფლობელმა, ქართველმა თემურ ჭყონიამ კრიშტიანუ რონალდუსა და „კოკა-კოლის“ ინციდენტზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მის წინ მდგომი კოკა-კოლის ბოთლები გადადგა და ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა. ამის გამო, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ მსოფლიო მასშტაბით 4 მილიარდი დოლარი იზარალა.

„ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, ეს უწესობაა, მშინ როდესაც „კოკა-კოლა“ მთელი მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორია. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი და მათ შორის, ელვიც პრესლიც უკეთებდა რეკლამას „კოკა-კოლას“ და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული.

მისი დიდი გულშემატკივარი არც არასდროს ვყოფილვარ და ახლა, დამთავრებულია მისი ამბავი ჩემს თვალში, ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატის ბოლოს, როგორი მაგარიცაა.“ - განაცხადა ჭყონიამ „ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში.

VIDEO: კოკა-კოლას ანტი-რეკლამა რონალდუსგან - მომენტი, როცა ტურნირის სპონსორობა არაფერს ნიშნავს

რონალდუ V კოკა-კოლა გრძელდება - კომპანიის აქციების ფასი და საბაზრო ღირებულება დაეცა