ავტორიზაცია

4 გუნდი, რომელშიც შესაძლოა სერხიო რამოსი გადავიდეს

4 გუნდი, რომელშიც შესაძლოა სერხიო რამოსი გადავიდეს
თარიღი 17 ივნ 2021, 00:20

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, გუნდს 16-წლიანი კარიერის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

კლუბი და ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე ვერ მორიგდნენ და 35 წლის ესპანელი ხვალ ოფიციალურად გამართავს გამოსამშვიდობებელ ცერემონიას კლუბთან, რომელშიც ჯერ კიდევ 2005 წელს, 19 წლის ასაკში შეუერთდა.

Goal.ge გთავაზობთ იმ გუნდების სავარაუდო ჩამონათვალს, რომელშიც რამოსმა შესაძლოა კარიერა გააგრძელოს. როგორც იცით, ის თავისუფალი აგენტი იქნება და ნებისმიერი გუნდის არჩევა საკუთარი სურვილით შეეძლება.

1. „პსჟ“ - ყველაზე რეალური ვარიანტი, რომელიც რამოსის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „რეალისადმი“ პატივისცემის გამო, რამოსთან მოლაპარაკებები იქამდე არ წამოიწყო, სანამ ფეხბურთელის წასვლა ოფიციალურად არ გაირკვა. 

დიდი ალბათობით, „პსჟ-ს“ რამოსის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ გაუჭირდება და დანარჩენი უკვე ამ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. 

2. „სევილია“ - ანდალუსიელი ფეხბურთელის მშობლიური კლუბი, რომლის რამოსისადმი ინტერესის შესახებაც ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა. პრესას თუ დავუჯერებთ, ანდალუსიური კლუბი ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს და წლიური ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობს. თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში უფრო გააქტიურდეს.

3. „მანჩესტერ სიტი“ - კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც რამოსისადმი ინტერესს აქტიურად აწერდნენ. იწერეოდა, რომ პეპ გვარდიოლა რამოსის გამოცდილებას და კლასს აფასებს და სურს, ფეხბურთელი თავისთან გადაიბიროს და რუბენ დიაშს შეუწყვილოს. თუმცა, ეს საუბრები თვეზე მეტია შეჩერებულია და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში ისევ განახლდეს.

4. „მანჩესტერ იუნაიტედი“ - კლუბი, რომელში რამოსის შესაძლო წასვლაზეც ჯერ კიდევ 2015 წელს იწერებოდა, თუმცა მას შემდეგ საუბრები მიცხრა, ფეხბურთელმა კი „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. 

დღეს, „იუნაიტედს“ დაცვაში ასეთი გამოცდილი და ლიდერის თვისებების მქონე მცველი ნამდვილად აკლია და არ არის გამორიცხული, „წითელმა ეშმაკებმა“ ამჟამად უკვე თავისუფალი აგენტის სტატუტის მქონე ფეხბურთელის გადაბირება კიდევ ერთხელ სცადონ.

ოფიციალურად: რეალმა სერხიო რამოსის წასვლა დაადასტურა