ავტორიზაცია

ვინ იქნება რეალის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კაპიტანი სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ?

ვინ იქნება რეალის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კაპიტანი სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ?
თარიღი 17 ივნ 2021, 00:25

სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, მადრიდის „რეალს“ ახალი კაპიტანი ეყოლება.

ესპანურ გრანდში კაპიტნის შერჩევის პრინციპი განსხვავებულია - მას არც მწვრთნელები ირჩევენ და არც ხელმძღვანელობა. გუნდის კაპიტანი ხდება ის, ვინც გუნდში ყველაზე დიდი ხანია იმყოფება.

ამრიგად, მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსმა კლუბი ოფიციალურად დატოვა, „რეალის“ კაპიტანი ბრაზილიელი მარსელო ხდება.

მეორე კაპიტნის სტატუსს კარიმ ბენზემა მოირგებს. გამომდინარე იქიდან, რომ მარსელო ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, კაპიტნის სამკლაურით ყველაზე ხშირად მოედანზე ბენზემას ვიხილავთ ხოლმე.

მესამე კაპიტანი რაფაელ ვარანი იქნება, მეოთხე კი - ნაჩო. იმ შემთხვევაში, თუ ამ ზაფხულს „რეალს“ ვარანიც დატოვებს, რაზეც საკმაოდ ხშირად იწერება, მაშინ ნაჩო მესამე კაპიტანი გახდება, მეოთხე კი - ლუკა მოდრიჩი.
 

4 გუნდი, რომელშიც შესაძლოა სერხიო რამოსი გადავიდეს