ავტორიზაცია

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ვის წინააღმდეგ ითამაშებენ ქართული კლუბები?

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ვის წინააღმდეგ ითამაშებენ ქართული კლუბები?
თარიღი 17 ივნ 2021, 10:56

როგორც მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგაზე საქართველოს ჰყავს სამი წარმომადგენელი - ბათუმის "დინამო", გორის "დილა" და "გაგრა".

"დინამოს" მოწინააღმდეგე არის "ტრე პენე", "დილას" - "ჟილინა", "გაგრასი" კი "სუტიესკა". ისმის კითხვა - ვის შეხვდებიან ქართული კლუბები მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში?

ბათუმური გუნდის მოწინააღმდეგე იქნება ბორისოვის "ბატე", გორელთა - "აპოლონ ლიმასოლი", "ლურჯები" კი თელ-ავივის "მაკაბის" დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის "დინამოს", რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბაქოს "ნეფტჩისთან" მარცხის შემთხვევაში, მეტოქე ჰაიფას "მაკაბისა" და ალმაათის "ქაირათს" შორის წაგებული იქნება.

აზერბაიჯანული გუნდის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ქართველები პირეოსის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან.

მაგარი ამბავი გადაწყდა - ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის დინამოში რჩება!

ნეფტჩის მწვრთნელი: "ამ კომპონენტებში დინამოს ჩვენთან უპირატესობა აქვს"