ავტორიზაცია

მაგარი ამბავი გადაწყდა - ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის დინამოში რჩება!

მაგარი ამბავი გადაწყდა - ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის დინამოში რჩება!
თარიღი 15 ივნ 2021, 16:55

ბათუმის დინამომ ფლამარიონ ჯოვინოსთან მოლაპარაკებების ფაზა წარმატებით წაიყვანა - 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ვოლგოგრადის როტორიდან იჯარით დაბრუნების შემდეგ ქართულ კლუბში რჩება.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფლამარიონ ჯოვინო მიმდინარე წლის ზაფხულის სატრნასფერო ფანჯრის დროს არ გაიყიდება, იგი გუნდს ევროტურნირებზეც და ეროვნულ ლიგაშიც დაეხმარება.

ბრაზილიელი თავდამსხმელი რამდენიმე კვირაა უკვე ბათუმშია, თუმცა ჯერ დინამოს დახმარებას ვერ ახერხებს, ეს კი იმის გამო, რომ გუნდი ელოდება 20 ივნისს, რათა მოახერხონ ფეხბურთელის დარეგისტრირება შემადგენლობაში სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის გახსნის შემდეგ. ჯოვინოს უკვე შეეძლება 22 ივნისს ქუთაისის ტორპედოსთან თამაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის დინამომ 2020 წლის სექტემბერში ფლამარიონ ჯოვინო იჯარით რუსეთის პრემიერლიგის როტორში გაუშვა, კონტრაქტში გაწერილი იყო გამოსასყიდი თანხაც, თუმცა ვოლგოგრადელებმა ვერ გადაიხადეს.

ფლამარიონ ჯოვინოს ბათუმის დინამოსთან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით აკავშირებს.

დინამო ბათუმის, დილასა და გაგრას მეტოქეები კონფერენსლიგაზე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის მეტოქე ცნობილია