როდის გაივლის დონარუმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას?
იტალიის ნაკრების გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა "პსჟ"-ში სამედიცინო შემოწმებას მომავალ ორშაბათს გაივლის, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
როგორც აღინიშნება, 22 წლის კიპერის გამოკვლევა ფლორენციაში ჩაივლის, იტალიის ნაკრების ბანაკში, პარიზელთა თანამშრომლების მონაწილეობით.
მოგეხსენებათ, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. დონარუმას "მილანთან" კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ამოეწურება, თავისუფალი აგენტი გახდება და "პსჟ"-ს უფასოდ შეუერთდება.
ახალგაზრდა კარის დარაჯმა 2020/21 წლების სეზონში "როსონერის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, საკუთარი კარი მშრალად მან 15 შეხვედრაში შეინახა.
ლეგენდარულმა ძოფმა დონარუმა გააკრიტიკა: "ფული პირველ ადგილზე არ უნდა დაეყენებინა"