ლეგენდარულმა ძოფმა დონარუმა გააკრიტიკა: "ფული პირველ ადგილზე არ უნდა დაეყენებინა"
იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, დინო ძოფმა გააკრიტიკა თავისი თანამემამულე, ჯანლუიჯი დონარუმა:
"დონარუმას შესაძლოა რომ გამოუვიდეს დიდებული კარიერა და მე არ მსურს მისი მილანიდან პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერის შეფასება.
უბრალოდ უცნაურია, როდესაც ჯიჯიმ 22 წლის ასაკში ფული პირველ ადგილზე დააყენა", - განაცხადა იტალიელმა ვეტერანმა.
შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას" გოლკიპერი "როსონერიდან" "პსჟ"-ში გადავა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ.
"შავ-წითლების" აღზრდილის ყოველწლიური ანაზღაურება პარიზში 12 მილიონი ევრო იქნება. აპენინელი კარის დარაჯის ტრანსფერი 30 ივნისს გაოფიციალურდება.
ვეინალდუმის პირველი განცხადება პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ
ტრანსფერი დაიხურა! დონარუმამ ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა — ფაბრიციო რომანო